loader

"შეცვალეს" ინფორმაციით, გია ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა - ხმაური და დაპირისპირება "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც 12 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეცვალეს" ინფორმაციით, გია ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა - ხმაური და დაპირისპირება "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც 12 პირი დააკავეს

"შეცვალეს" წევრის, დეა სამარბეგიშვილის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან 12 პირი დააკავეს. როგორც სამარბეგიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრს, გია ვოლსკის აქტივისტებმა "მონა" ეძახეს.

მათივე ინფორმაციით, ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ვიდეოკადრებს "მთავარი არხი" ავრცელებს.