ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, - სომხური გამოცემა ARMENPRESS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა.
მისი განაცხადებით, ფაშინიანი თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა და მუშაობას დაგეგმილი დღის წესრიგით, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.
მისი განაცხადებით, ფაშინიანი თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა და მუშაობას დაგეგმილი დღის წესრიგით, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.