რატომ არ ერევიან მიანმარის არეულობაში საერთაშორისო ორგანიზაციები?
მიანმარში სისხლიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რამდენიმე დღეა, გამოსვლები განსაკუთრებით მწვავე გახდა. ბოლო პერიოდში არის მსხვერპლი, მათ შორის - ბავშვები.
ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი საპროტესტო აქციები 1-ლი თებერვლის მერე დაიწყო, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა სახელმწიფოზე კონტროლი აიღეს.
ოპოზიციური ძალის მიერ არჩეული ლიდერი აუნ სან სუ ჩჟი, რომელიც წლების განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მიმართავდა, და მისი პარტიის წევრები დაკავებულნი არიან, ათობით მომიტინგე კი პროტესტს შეეწირა.
ავტორი: ეკა აბაშიძე