loader

“ჩინური ვაქცინა უფრო ძვირია - 20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება, „ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარად, „ფაიზერი“ კი 11-12 დოლარად ვიყიდეთ“ - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩინური ვაქცინა უფრო ძვირია - 20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება, „ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარად, „ფაიზერი“ კი 11-12 დოლარად ვიყიდეთ“ - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ ჩინურ ვაქცინაში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებში.

„ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. ჩვენ „ასტრაზენეკა“ „კოვაქსის“ საშუალებით ვიყიდეთ თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში, „ფაიზერი“ ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში და ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება. ზოგადად ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების და ადვილი არ არის, რომ აარჩიო ფასის მიხედვით ვაქცინა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.