ხათუნა ზახაშვილი ასახელებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ რეანიმაციაში გადაყვანა დასჭირდათ
საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში - რეანიმაციაში გადაყვანა.
"გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია. საქართველოში ვაქცინირებულებიდან ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს ასეთი 27 შემთხვევა. მათგან 4 შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, 3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში - რეანიმაციული ღონისძიება", - განაცხადა ზახაშვილმა.