"ჰესის მშენებლობა არ გამორიცხავს იმას, რომ ის უსაფრთხოდ აშენდეს“ - რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას?
საქართველოში განვითარებულ მოვლენათაგან ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი ჯერარაშენებულ „ნამახვანჰესს“ უკავშირდება, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, კაშხლის მშენებლობა 9-დან 12 თვემდე გადაიდება. საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები მიუთითებენ, რომ ჰესი უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს ეკონომიკური და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.
ავტორი: ეკა აბაშიძე