შსს ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილ ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.