loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 712 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 712 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის, 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 604-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 23, გურია - 20, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.