loader

"5 თვის ბავშვს უნდა ეკეთოს პირბადე?" - დაპირისპირება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 თვის ბავშვს უნდა ეკეთოს პირბადე?" - დაპირისპირება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში სალი ჯუღელი აქვეყენებს.

"მოკლედ დავიწყებ იმით რომ შევედი "რიკო კრედიტის" ოფისში (კონკრეტულად ჭავჭავაძეზე ტაბიძის ძეგლის წინ). თან მყავდა 5 თვის ბავშვი და რატომღაც გამომიხტა დაცვა, რომელმაც მოჭრით მითხრა, რომ არ მომემსახურებოდნენ თუ ბავშვსაც პირბადე არ ეკეთებოდა. ვუთხარი, რომ ბავშვი არის 5 თვის და არ შეიძლება პირბადის გაკეთება, რადგან გაიდლაინებით, ჯანმოს რეკომენდაციით, მთავრობის დადგენილებით და საქართველოს კანონმდებლობით არ არის სავალდებულო პირბადის გაკეთება ესეთი პატარასთვის. მივარდა დაცვა სალაროსთან და ამას არ მოემსახუროთო დაავალა მოლარეს. მოვითხოვე მენეჯერთან დაკავშრება. მეგონა, უფრო კომპეტენტური იქნებოდა, როდესაც გაიგებდა ბავშვის ასაკს, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - შინაგანა წესით არ შეიძლებაო" - წერს სალი ჯუღელი.