"კომენდანტის საათის" გაუქმებაზე ერთი კვირის წინ იყო საუბარი, მაგრამ..." - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა, "კომენდანტის საათის" გაუქმება სწორი არ იქნება. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული საკითხი ადრე განიხილებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნა მიზანშეწონილი არ არის.
"დაახლოებით ერთი კვირის წინ „კომენდანტის საათის“ გაუქმებაზე საუბარი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ინფიცირების შემთხვევებმა 600-ს გადააჭარბა, „კომენდანტის საათის“ გაუქმებას მიზანშეწონილად ვერაფრით ჩავთვლით, მით უმეტეს, რომ ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი შეზღუდვაა, სხვა ყველაფერი გაუქმებულია. ახლა, როდესაც ინფიცირების შემთხვევებმა ზრდა დაიწყო, ჩვენ ამას „კომენდანტის საათის“ მოხსნით არაადეკვატურად ვუპასუხოთ, სწორი არ იქნება", - განაცხადა ცერცვაძემ.