loader

ეკატერინე ტიკარაძის განმარტება ექიმის შესახებ, რომელიც კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკატერინე ტიკარაძის განმარტება ექიმის შესახებ, რომელიც კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, "მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება.

როგორც ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.

"რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

არსებული ინფორმაციით, "მედკაპიტალის" ექიმს აცრა 2 კვირის წინ გაუკეთდა.