3 ახალი გადაწყვეტილება, რომლებიც ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას აცნობა
ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას დღეს 3 ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. კერძოდ კი, მინისტრის ცნობით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ; ასევე, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები იქნებიან ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი; ე.წ. დანაკარგი დოზებით კი პოლიციის და ჯარის წარმომადგენლები აიცრებიან. ისინი "სათადარიგო სიაში" იქნებიან.