"ჯანჯღარი დაუწყო, აგინა და ლანძღა" - რუსთავში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა სასურსათო მაღაზიაში დასაქმებულ შვილზე ძალადობა სცადა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ სასურსათო მაღაზიაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი მაღაზიაში დასაქმებულ შვილთან მიიჭრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურ ძალადობასაც ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მამაკაცი აგრესიული იყო მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მიმართაც. მათივე ინფორმაციით, კაცი ცდილობდა შვილზე ფიზიკურად ეძალადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტის შემდეგ შეუძლოდ გახდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის შვილი. გოგონას დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა.