loader

"ვაიმე, შოკში ვარ... ვინმე არ არის, რომ მოვიდეს და დაეხმაროს?!" - კადრები სოციალური ქსელიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, შოკში ვარ... ვინმე არ არის, რომ მოვიდეს და დაეხმაროს?!" - კადრები სოციალური ქსელიდან

"ძალიან გაღიზიანებული ვარ იმ სცენით, რასაც დღეს შევესწარი ზოოპარკში და არ შემეძლო არ გამეზიარებინა. დღეს, კარგი ამინდიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ზოოპარკში და დაგვხვდა ასეთი სიტუაცია, პატარა თხა გადავიდა ზებრების გალიაში, რადგან სათანადო გამყოფი ბარიერებიც არაა უზრუნველყოფილი ცხოველების გალიებს შორის და ზებრის რეაქცია საკუთარი ტერტორიის დაცვის მიზნით კარგად ჩანს ვიდეოში", - აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მირანდა სიჭინავა წერს.

მისივე თქმით, ბავშვებმა ცხოველების ტანჯვას არ უნდა უყურონ.

"ჩვენ გარდა, იყო უამრავი მცირეწლოვანი, რომლებიც მშობლებს განტვირთვის და გართობის მიზნით ჰყავდათ მოყვანილი. დაფეთებულები უყურებდნენ ბავშვები ამ სიუჟეტს. გაიქცა ჩემი შეყვარებული, რომ დაეძახა ვინმესთვის და კაცი (სავარაუდოდ, ზედამხედველი), რომელიც მოვიდა, საერთოდ არ იყო ამ ფაქტით შეწუხებული - "რა იყო, უკბინაო?" კარგი, გასაგებია, რომ შეიძლება არ გაქვთ ძალიან დიდი დაფინანსება და ასე შემდეგ, მაგრამ ელემენტარული "სეტკით" მაინც რომ აკვანძოთ ის ადგილები, საიდანაც თხებს გადაძვრომა შეუძლიათ, არ შეიძლება? რატომ უნდა უყურონ ბავშვებმა ცხოველების ტანჯვას, რომლებიც იქ მათ შესაცნობად და თვალსაწიერის გასაფართოებლად მიდიან? დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოკლავთ იმ ცხოველებს, სანამ ზღვაზე გადავლენ", - წერს მირანდა სიჭინავა.