loader

წვიმა, თოვლი და ქარი - საქართველოში ამინდი გაუარესდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წვიმა, თოვლი და ქარი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 30-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.

“1-ლი აპრილის დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1-ელ აპრილს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30-31 მარტს +10, +12, ხოლო 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი”, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.