loader

"დედა, არ გადავარდეს" - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედა, არ გადავარდეს" - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს შენობის შესასავლელში ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის საკრებულოსთან შეკითხვევები აქვთ, კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სატუმროსთვის 15 წლის იჯარით ოთხი ჰექტარი პლაჟის გადაცემასთან დაკავშირებით და ასევე კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხზე.

მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილებთან ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ სხდომა საჯაროა და მოქალაქეები აუცილებლად უნდა დაესწრონ. მათი თქმით, სხდომაზე მოქალაქეების არდასწრების გამო, მათი უფლებები ირღვევა. ხმაურის გამო, ერთ-ერთი მოქალაქე, სამართალდამცავე შენობიდან გაიყავნეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო შეწყდა. შენობაში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები რჩებიან.