რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ
"მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია? თავისუფლების ფასი არაფერია. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ჩიტია", - ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.
მისი თქმით, ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.