გადაწყვეტილება, რომელიც დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდა
საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით აცრები დღეიდან დაიწყება. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.
აცრა ჩაუტარდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. საიტზე დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან "ფაიზერის" ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები დღეიდან დაიწყება.