“ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა დოკუმენტის ხელმოწერაზე“ - კრისტიან დანიელსონი
“ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო “, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.