“დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ! ან ხდება შეთანხმება, ან ვერა, ორი ვარიანტია“ - გიორგი ვაშაძე
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს: დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საბოლოო ნაბიჯებისკენ მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება, ან ვერა, ორი ვარიანტია. ღიად და გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის მეგონა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ამ დოკუმენტში ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.