"მზად ვარ რიგგარეშე არჩევნებამდე გადავდგე" - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აპრილში შესაძლო გადადგომის შესახებ ისაუბრა. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით მიიღო. თუმცა, მისივე განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
ფაშინიანი მოსახლეობას შეხვედრაზე დაჰპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში იმაზე უკეთ შეასრულებს თავის მოვალეობას, ვიდრე აქამდე; თუ არა და, ძალაუფლებას ხალხის რჩეულს გადასცემს.
ავტორი: ნინი გაბისონია