"როდესაც სააკაშვილს და ივანიშვილს ერთსა და იმავე ტონალობაში ახსენებ, შეურაცხყოფაა" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება სპეკულაცია და შეურაცხყოფაა.
"როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილის გამრუდებაა, მისი მცდელობაა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არის გასული. შესაბამისად, ეს სპეკულაციური განცხადებაა, პირდაპირ ასე ვიტყოდი, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა შემობრუნდეს პოლიტიკაში და მოლაპარაკების მაგიდასგან დაჯდეს. ბუნებრივია, ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის", - განაცხადა კობახიძემ.