"არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ" - ივერი მელაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინეს. საკუთარ, პოზიცია დააფიქსირეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვამ და მისმა ადვოკატებმა. დღევანდელ პროცესს დაესწრნენ ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.