loader

"მინდა გავაჟღერო ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა გავაჟღერო ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

ახალციხეში ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, გამოძიებას დღემდე არ ამოუღია მეგი ბაქრაძის ტელეფონი, რომელსაც ისინი საგამოძიებო უწყებას დღეს გადასცემენ.

როგორც ადვოკატმა მედიაცენტრ "მთავარში" დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეფონში არის კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ექთნის გარდაცვალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ.

"მინდა გავაჟღერო ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ, თუ რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. კომუნიკაცია არის გარდაცვალების შემდეგ, სამსახურებრივი ჩათია. ძალიან ბევრი მესიჯი წაშლილია და შემდეგ არის მიწერილი: „ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რეალურად რა მოხდა“. ამ ტელეფონს გამოძიებას დღეს გადავცემთ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ტელეფონიც, გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად", - განაცხადა ადვოკატმა.