"მესამე ტალღა უნდა შევაჩეროთ, ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფედერალურ რეგიონებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მისი თქმით, დამატებითი შეზღუდვები, როგორიცაა „კომენდანტის საათი“, საჭიროა ვირუსის შემთხვევების ზრდის თავიდან ასაცილებლად.