loader

“საქართველო მალე ფერებს შეიცვლის! პრემიერი იწყებს ბრძოლას! იგი ახალ ძალებს ეძებს სტუდენტებში“ - ლელა კაკულია აცხადებს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საქართველო მალე ფერებს შეიცვლის! პრემიერი იწყებს ბრძოლას! იგი ახალ ძალებს ეძებს სტუდენტებში“ - ლელა კაკულია აცხადებს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება

ლელა კაკულია “ფეისბუქის“ გვერდზე “ახალ სიტყვას“ აქვეყნებს, სადაც მისი რამდენიმე წინასწარმეტყველებაა მოცემული. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს ვრცელი წერილიდან.

“2013 წელი, 10 იანვარი
ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. დღევანდელი მთავრობა, ვიმეორებ, არის გარდამავალი რგოლი. ბევრი რამ იცვლება. ახალ სახეებად მოვლენილი ძველი პოლიტიკოსები ხალხის გულს მაინც ვერ მოიგებენ. ხალხი ვერ ივიწყებს წარსულს. იმდენად ღრმად არის მათ მეხსიერებაში ჩამჯდარი მავანთა მიერ გადადგმული არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რომ ივიწყებენ კი არა, პირიქით, არ პატიობენ. ეს ვიცი 100 პროცენტით. ამიტომ მათი როლი პოლიტიკაში ნულის ტოლია...

დადგება დრო, როცა პრემიერი მათ ვეღარ უშველის, პირიქით, მოიშორებს იმ ხალხს, რომლებსაც თითქოს დღეს ეყრდნობა და ენდობა. არ დაიჯეროთ! ვიმეორებ, იგი მათ ძალიან მალე მოისვრის პოლიტიკურ სანაგვეზე. პრემიერი ხმამაღლა განაცხადებს, რომ მათ არ იციან საქმე, არ იციან, საგარეო პოლიტიკა როგორ მართონ, ბევრი რამ გააფუჭეს და ა.შ. და ა.შ. განსაკუთრებული უარყოფა საკუთარი მრჩევლების მიმართ უჩნდება პრემიერს. მათი ანალიზები და პოლიტიკური სიბეცე მთლად გააგიჟებს და ვხედავ, იწყებს ბრძოლას. იგი ახალ ძალებს ეძებს სტუდენტებში. დიახ, ეძებს ახლაგაზრდებს, რომელთა მოწოდებაც არის სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის გადარჩენა და არა „მარიაჟობა“ და კეკლუცობა, პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, წარსულიდან გამოყოლილი ბოღმის დაკმაყოფილება, რაც პოლიტიკოსს ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.
იქნება დიდი ცვლილებები და ეს ცვლილებები ქვეყანას გააოცებს. მოდიან ახალგაზრდები, ახლაგაზრდა მეცნიერები. ძველი პოლიტიკოსები კი პოლიტიკური არენიდან ქრებიან. აღარსად იქნებიან ძველი სახეები. სულ სხვა პოლიტიკური ქარი დაუბერავს საქართველოში. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და მასთან ბრძოლა, პირველ რიგში, რუსეთს გაუჭირდება და ასევე სხვა ქვეყნებსაც. ეს სულ სხვა საქართველოა. ეს ის ქვეყანაა, რომელიც წამყვანი სახელმწიფოების ბრძანებებს არ ასრულებს...
გადის დრო და ყველაფერი სრულდება. დგება ჟამი, როდესაც პოლიტიკა ხალხის, ჩემი ქართველების სასარგებლოდ იმუშავებს. სოფელი ძლიერია - ესე იგი, სახელმწიფოც ძლიერია!“ - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ვრცელ წინასწარმეტყველებაში.