“სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა“ - გია ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა.
როგორც ვოლსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა.