მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში დღეიდან ამოქმედდა
თბილისში 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდა, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ღირს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე 1-ლი აპრილიდან მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში ერთხელ აღებული ბილეთით შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
გარდა ამისა, 1-ლი აპრილიდან მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. შედეგად, მეტროსა და ავტობუსებში მოქმედი შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებსა და ვეტერანებზე მიკროავტობუსებშიც იმოქმედებს.