უმძიმესი კადრები: მოთხილამურემ ტრიალის დროს წონასწორობა დაკარგა და ტრამპლინს დაეცა
25 მარტს, სლოვენიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, მოთელვის დროს ნორვეგიელმა სპორტსმენმა დანიელ-ანდრე ტანდემ ხტომის დროს წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ტრამპლინს დაეცა. დაცემის შემდეგ სპორტსმენმა გონება დაკარგა.
ტანდე საკაცით გაიყვანეს, ხოლო შემდეგ ვერტმფრენმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
"დანიელ-ანდრეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ლუბლიანის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ცნობილი." - წერს FIS თავის Twitter-ზე.
ტანდე 2018 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.