"რაც უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით" - თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რაც უნდა ბერიას ეძახდნენ, ის მაინც დაინტერესდება განსხვავებული აზრით და იმით, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს - ეს არის უბრალოდ მისი, "ქართული ოცნების" კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას.