loader

საზარელი მკვლელობა კახეთში - შსს-მ ორი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა კახეთში - შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.

დაკავებულია 2 პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 წელს დაბადებული ჯ.ტ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ."