"ჩვეულებრივი თაღლითები და ცრუპენტელები ყოფილხართ" - ვის მიმართავს ხათუნა ჟორდანია?
ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მისმა მეუღლემ, ზურა ხაჩიძემ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი დაარღვია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სერიოზული ორგანიზაცია მეგონეთ და ჩვეულებრივი თაღლითები და ცრუპენტელები ყოფილხართ უხსოვარ დროში დარეგისტრირებული ორგანიზაციები, რომლებსაც არასდროს უფუნქციონირებია და რომლის არსებობაც აღარც კი მახსოვდა, თქვენ XXI საუკუნეში გააცოცხლეთ, როგორც მოქმედი ბიზნესი და არც კი გადაამოწმეთ, ოდესმე რამე შემოსავალი თუ ჰქონია ამ კომპანიებს. კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენ მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაცია, დოკუმენტურად დაასაბუთოთ! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი და შესაბამისად შემოსავალი ამ კომპანიებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ კანონით პასუხისგება ან საჯარო ბოდიში", - წერს ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძემ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია არის დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ივენთ კომპანი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დირექტორი და შპს “ტრანსატლანტიკი და პარტნიორები” - 25% წილი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.