loader

დიდი სკანდალი: რუსი ჯაშუშების გუნდმა ბულგარეთში ნატოსა და ევროკავშირის საიდუმლოებები მოიპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი სკანდალი: რუსი ჯაშუშების გუნდმა ბულგარეთში ნატოსა და ევროკავშირის საიდუმლოებები მოიპარა

ქალი თეთრი ქურთუკით სოფიაში მდებარე რუსეთის საელჩოში მიდის. ის დაუდგენელ პირთან ემოციურად საუბრობს. სამთავრობო ოფისის შიგნით სათვალთვალო კამერა აფიქსირებს ადამიანს, რომელიც თავის მაგიდასთან ფულს თვლის,. როგორც ჩანს, ეს ანაზღაურებაა ჯაშუშობისთვის. ისმინება ჯგუფის სავარაუდო ლიდერის სატელეფონო საუბარი, რომელიც თანამონაწილეს ეუბნება, როგორ იტირა მამამისმა, როდესაც სტალინი გარდაიცვალა. შემდეგ ისინი ფულის შესახებ საუბრობენ.
ბულგარელი გამომძიებლების მიერ ჩაწერილი კადრები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, როდესაც პროკურორებმა რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი ბულგარელის წინააღმდეგ ბრალდება გამოაცხადეს. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ჯგუფი "სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას ბულგარეთის, ნატოსა და ევროკავშირის სახელმწიფო საიდუმლოებების შეგროვებისა და უცხო ქვეყნისთვის გადაცემის გზით".
მათ ასევე გამოაქვეყნეს მემორანდუმი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯგუფის ლიდერის მიერ ბულგარული და რუსული ენების ნაზავის ფორმითაა დაწერილი. მემორანდუმში მითითებულია ჯაშუშური გუნდის პრიორიტეტები, რაც მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას ნატოს შეხვედრების, რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკისა და უკრაინისა და ბელარუსის დაზვერვის შესახებ.

ავტორი: ეკა აბაშიძე