"მაყურებელი თუ ვერ ივლის თეატრში, თეატრი ივლის მაყურებელთან" როგორ იმოქმედა პანდემიამ თეატრებზე და რა მოლოდინი აქვთ პირველ სეანსებზე
უკვე წელიწადზე მეტია, რაც თეატრის კარები მაყურებლისთვის დაიკეტა. 1-ლი აპრილიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თეატრებს, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ფუნქციონირების უფლება მიეცემათ. მომხმარებლის თეატრში ყოფნის მაქსიმალური დრო სამი საათით განისაზღვრა, ანტრაქტის გარეშე.
დაწესებული "კომენდანტის საათის" გამო სპექტაკლები ვერ გათამაშდება, თუმცა მოძრაობის თეატრი ყველასათვის საყვარელ ჯემ-სეიშენებს განაახლებს. იმპროვიზებული მუსიკის საღამოზე დასწრება ყველას შეუძლია, თუმცა ჩაკეტვის შემდეგ პირველი ჯემ-სეიშენის ჩატარების დრო და რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ "კომენდანტის საათი" მოიხსნება, ადგილების შეზღუდვა თეატრის ბიუჯეტზე უარყოფითად იმოქმედებს.
ავტორი: ნინი გაბისონია