"ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა. მისივე თქმით, პატრიარქს არაკეთილმოსურნეები ბევრი ჰყავს და მათ ძალიან ეჩქარებათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.