loader

ბელგიაში კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით "ლოქდაუნი" კიდევ ერთხელ გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელგიაში კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით "ლოქდაუნი" კიდევ ერთხელ გამოცხადდა

ბელგიაში კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხვალიდან ბელგიაში სკოლები, არასასურსათო მაღაზიები და სილამაზის სალონები 4 კვირით იხურება.

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული ვარიანტი ქვეყანაში დომინანტური გახდა და საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების რაოდენობის გაორმაგება გამოიწვია.

ცნობისათვის, ბელგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 849 090 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს დღემდე 22 786 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.