loader

პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკიდან წავიდნენ და ისევ დაბრუნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკიდან წავიდნენ და ისევ დაბრუნდნენ

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ფიგურათა მოულოდნელად წასვლა, შემდეგ კი კვლავ უკან დაბრუნება არც ახალია და არც მოსახლეობის გაკვირვებას იწვევს. თუმცა, გააჩნია, ვინ მოდის და ვინ მიდის.

დიახ, გიორგი გახარიას გადადგომა მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ მთავარი ფიგურა ჯერ მედიასთან წასვლის ჭორებს დამაჯერებლად უარყოფდა, შემდეგ კი საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საზოგადოების ნაწილის გულდაწყვეტა, ნაწილის კი გახარება გამოიწვია. დაახლოებით ერთთვიანი სიჩუმისა და მრავალი კითხვის ნიშნისა თუ ჭორის შემდეგ მან დუმილი დაარღვია და პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა. „არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, პოლიტიკიდანაც წასვლას არ ვაპირებ“ - თქვა გიორგი გახარიამ. არსებობს ვარაუდი, რომ ყოფილი პრემიერის ახალი პარტია  "ქართული ოცნების" სიაში მის მიერ ჩასმული კადრებით დაკომპლექტდეს, დაფინანსება კი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან მიიღოს.

ავტორი: ნინი გოგიშვილი