loader

მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა 7 წლის გოგონა მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა 7 წლის გოგონა მოკლეს

მიანმარში პოლიციამ, ქალაქ მანდალაიში, 7 წლის გოგონა მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში გოგონას ოჯახმა განაცხადა, რომ ხინ მიო ჩიტს პოლიციამ მაშინ ესროლა, როდესაც მათ ოჯახში ჩხრეკას ახორციელებდნენ და პატარა მამისკენ გაიქცა.

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ მომხდარს გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული.

აქტივისტების ჯგუფი "პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია" (AAPP) აცხადებს, რომ მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 261 ადამიანია მოკლული.

ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.