loader

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - შსს იმ მოქალაქის დაკავების უწყვეტ კადრს აქვეყნებს, რომელმაც სოცქსელში დაწერა, რომ უკანონოდ დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - შსს იმ მოქალაქის დაკავების უწყვეტ კადრს აქვეყნებს, რომელმაც სოცქსელში დაწერა, რომ უკანონოდ დააკავეს

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - შსს იმ მოქალაქის დაკავების უწყვეტ კადრს აქვეყნებს, რომელმაც სოცქსელში დაწერა, რომ უკანონოდ დააკავეს. ვიდეოს თან ურთავს ტექსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე ი.ა. წერს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ის უკანონოდ დააკავეს და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ვაქვეყნებთ უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც სამართალდამრღვევი პირის აგრესიული ქცევაა ასახული.
აღნიშნული მოქალაქე ქუჩაში პირბადის ტარების წესის დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მას მოუწოდეს შეჩერებულიყო. ამის მიუხედავად, ის იყო აგრესიული, არ დაემორჩილა მართლწესრიგის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა."