სოციალურ ქსელში უმძიმესი კადრები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება უმძიმესი ვიდეოკადრები, სადაც ავტორის თქმით, ასახულია, როგორ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად ზუგდიდში წასვლა.
ვიდეოს "აფხაზური ამბები" ავრცელებს.
"ასეთ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად და მედიკამენტების შესაძენად ზუგდიდში გადმოსვლა. ამას კიდევ არა უშავს, "გზა" ჰქვია მაინც... წინ ენგურია, სადაც ერთი ასაკოვანი პიროვნება დაიხრჩო გასულ ზაფხულს, პენსიის ასაღებად მოდიოდა... ეს ყველაფერი უაზრო და სრულიად გაუგებარი ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის შედეგია!
ყველამ უნდა იცოდეთ, რისი გადატანა უწევთ გალში მცხოვრებ ადამიანებს. თქვენ ვერ აღიქვამთ, თუ რამდენად მძიმეა ამ ადამიანების ცხოვრება. საქართველოს მთავრობა, რა აზრის ხართ ამაზე?" - წერია ვიდეოს კომენტირებისას. ვიდეოს ავტორად kakha son არის მითითებული.