loader

(18+) "ვითხოვ დაცვას, მიშველეთ, სახლიდან გასვლის მეშინია" - ქალმა ქმრის ძალადობის კადრები გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) "ვითხოვ დაცვას, მიშველეთ, სახლიდან გასვლის მეშინია" - ქალმა ქმრის ძალადობის კადრები გამოაქვეყნა

უკრაინის ქალაქ კრემენჩუგის მკვიდრმა instagram-ზე გამოაქვეყნა კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ძალადობდა მისი ქმარი.

პირველ კადრში ჩანს, როგორ უვარდება ქმარი საწოლზე მჯდარ ქალს, ხელს ჰკიდებს თმაში და მიათრევს სხვა ოთახში. ეს ყველაფერი კი ბავშვების თვალწინ ხდება. ცოლის გაყვანის მომენტში მას ბავშვებიც მიჰყვებიან და ყვირიან: "მამიკო, არ გინდა".

ქალი "ინსტაგრამპოსტზე" ტექსტსაც ურთავს:

"ახლა ღიად ვითხოვ დაცვას. ყველა მეუბნება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდო. მეშინია შვილთან ერთად სახლიდან გასვლის! მასთან ერთად იმყოფება უმცროსი ვაჟი. ადამიანი წელიწად-ნახევარი აბუჩად მიგდებდა, ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ის ბავშვების თანდასწრებით მცემდა. არავინ არაფერს უშლიდა, ისე ცხოვრობდა, როგორც სურდა. ამბობდა, რომ ღირსეული საქციელი გააკეთა, რადგან სახლი და საცხოვრებელი მოგვცა.

12 მარტს ის ჩემთან მოვიდა. გამოიძახა პოლიცია, რომ სახლიდან გავეგდე. ღამე ჩვენთან დარჩა. 13 მარტს არ გაუშვა ბავშვები ბაღსა და სკოლაში. მე სამსახურში წავედი. 14:00 საათზე სახლში შესვლა ვერ შევძელი. ქუჩაში -10 გრადუსი იყო. იქვე იყო პოლიციაც. უბრალოდ არ მიშვებდა და სახლის მთელ ტერიტორიაზე შეიარაღებული დაცვა დააყენა. 

ახლა უფროსი ვაჟი ჩემთანაა. ის ვეღარ ითმენს და ვერ ისმენს, როგორ მაყენებს მამამისი შეურაცხყოფებს. 
ვთხოვე, მოეცა ბავშვის ტანსაცმელი, მაგრამ არ გვაძლევს. არაფერი ადარდებს. 
წელიწად-ნახევარი მცემდა, მემუქრებოდა, მეუბნებოდა, რომ დამანაწევრებდა და ნაგვის ტომრით ნაწილ-ნაწილ გამიტანდა."