loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 23 293 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 23 293 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 293 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 751 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 542 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 628-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 254 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 922-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 722 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 718, აჭარაში - 161, იმერეთში - 280. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 135, აჭარაში - 25, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში - 3, იმერეთში - 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 - თბილისში, 40 - აჭარაში. 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 94.

სულ 6 ოქტომბრიდან 23 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 23 820 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 089 პირი, აჭარაში - 680, იმერეთში - 891.