loader

"ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხვდი, რომ..." - როგორ ულოცავს გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხვდი, რომ..." - როგორ ულოცავს გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
"და მაინც, რა ბედნიერებაა შენს გვერდით ყოფნა!
ათი წელი ისე სწრაფად გავიდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით. დიდი სიამოვნებით გავივლიდი ყველაფერს თავიდან!
ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხვდი, რომ არასწორი ვიყავი. ბევრჯერ მივხვდი, რომ როცა ძვირფასია,  ბევრი რამ მეორეხარისხოვანი ხდება. მივხვდი იმასაც, რომ ისეთი მიყვარს, როგორიც არის, თავისუფალი, მხიარული, ხან აუტანლად მკაცრი და შეუბრალებელი, ხან კი პატარა ბავშვივით თბილი და გულუბრყვილო. მასაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. არასოდეს გვიცდია ერთმანეთის შეცვლა, ორივე ერთმანეთით ვართ ბედნიერები. ორივემ ვიცით, რომ იოლი არ არის, მაგრამ მაინც გვინდა ერთად გავიაროთ ცხოვრების გზა.

Happy bday ქეთუნა" - წერს გიორგი ვაშაძე.