loader

“აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომლებიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში“ - უახლესი დეტალები კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომლებიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში“ - უახლესი დეტალები კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


"ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. წინა პერიოდში, 2-3 თვის წინ, მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და მის გარეშე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომლებიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში, ეს არ არის პოსტკოვიდური გართულება. როდესაც ის ჩვენს კლინიკაში კოვიდს ამარცხებდა, მას ფილტვის დაზიანების ინდექსი მცირე ჰქონდა. გაწერისას ფილტვის დაზიანება აღარ აღენიშნებოდა და, აქედან გამომდინარე, მან წარმატებით დაამარცხა კოვიდინფექცია ჩვენთან ერთად", - აღნიშნა ლევან რატიანმა "ღამის კურიერის" ეთერში.