"რატომ მომაყენეთ შეურაცხყოფა?! გგონიათ, ასეთი საუბარი გამშვენებთ?" - რა მოხდა თბილისის აეროპორტში, აუდიოჩანაწერი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ ჩამოსულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და ქვეყანაში არ შემოუშვა. დაპირისპირების ამსახველი კადრები Facebook-ზე ალექსანდრე გიორგაძემ გაავრცელა.
ვიდეოს თანახმად, ქალი მესაზღვრეს უხსნის, რომ აქვს ყველა საბუთი, ტესტი, თანხა და ქვეყანაში შემოსვლის უფლება. ამის მიუხედავად, მესაზღვრე მას აგრესიულად ელაპარაკება, აყენებს შეურაცხყოფას და ეუბნება, რომ "ეს მისი ქვეყანაა".
მესაზღვრე: საქართველოში შემოსასვლელად თურქეთის რეზიდენტის მოწმობა გჭირდებათ...
ვიზიტორი: საელჩოს მივმართე და მითხრეს, რომ შემიძლია საქართველოში შემოსვლა. გაბრუნების მიზეზების შესახებ კი იქ მითხრეს, რომ თქვენ უნდა განგემარტათ ეს საკითხი.
მესაზღვრე: უკან გაბრუნებთ, უნდა წახვიდეთ ირანში ან სტამბულში, სულ ესაა. გასაგებია?! ესაა მიზეზი. აქ კითხვების დასმის ადგილი არ არის, ეს საზღვარია. აქ დაჯექი ახლა, შენთან ლაპარაკი არ მინდა, მანდ დაჯექი. ჩაგსვამთ თვითმფრინავში და გაგგზავნით.
ვიზიტორი: შემიძლია სახელი და გვარი გკითხოთ?
მესაზღვრე: არა, იმიტომ, რომ უკან გაბრუნებთ და ჩემი სახელი თქვენი საქმე არაა.
ვიზიტორი: კარგი, მე დავბრუნდები უკან, არ არის პრობლემა...
მესაზღვრე: თქვენ ვერასდროს შემოხვალთ საქართველოში...
ვიზიტორი: აღარასდროს მომინდება საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მიუღებელია ის, როგორც ექცევით ხალხს.
მესაზღვრე: ეს ჩემი ქვეყანაა და მე ვიცავ მას.
ვიზიტორი: თქვენ არ ხართ პრეზიდენტი... და არანაირი უფლება არ გაქვთ, ასე ელაპარაკოთ ადამიანებს.
მესაზღვრე: ახლა დაბრუნდებით სტამბულში და დაკარგავთ თქვენს გასაჩერებელ ადგილს. შენ წახვალ თურქმენეთში და იქ დარჩები სამუდამოდ, გაიგე თუ ვერა?!
ვიზიტორი: არ დავრჩები თურქმენეთში სამუდამოდ...
მესაზღვრე: აქ დაჯექით.
ვიზიტორი: რატომ მაშინებთ, შემიძლია თქვენი სახელი გავიგო? ვინ ხართ?
მესაზღვრე: არ გაშინებთ, არ შეგიძლიათ ჩემი სახელის გაგება, იმიტომ, რომ არავინ ხართ. მე საქართველოს მცველი ვარ, რაც უფლებას მაძლევს, ისე გელაპარაკოთ, როგორც მომინდება...
ვიზიტორი: არ გაქვთ უფლება, ადამიანებს ასე ელაპარაკოთ... თქვენ არც პრეზიდენტი ხართ... არც ღმერთი... შეიძლება ასე მოქცევა?
მესაზღვრე: არ მიყვარს, როდესაც ვინმე რუსულად მელაპარაკება... გაგგზავნით უკან სტამბულში, საიდანაც თურქმენეთში დაგაბრუნებენ.
ვიზიტორი: რატომ მომაყენეთ შეურაცხყოფა?
მესაზღვრე: იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიღებთ ბ...ს და ა.შ. გასაგებია?!
ვიზიტორი: გგონიათ, რომ ასეთი საუბარი გამშვენებთ?
მესაზღვრე: არა, ეს სიმართლეა. იმ საქმით, რომლითაც თქვენ დაკავებული ხართ თურქეთში და საქართველოში. მორჩა, აქ დებილები არ ვართ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კანონის შესაბამისად ეთქვა.