loader

"სადისტურად მოკლეს, მეუღლეც დაჭრილია" - თურქეთში მოკლული ქართველი ქალის მეგობარი დეტალებს ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადისტურად მოკლეს, მეუღლეც დაჭრილია" - თურქეთში მოკლული ქართველი ქალის მეგობარი დეტალებს ჰყვება

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ინფორმაციას "რუსთავი 2“-თან საუბრისას ადასტურებს მოკლულის მეგობარი თამარ სიჭინავაც.

მისი თქმით, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის, ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

"თეო სადისტურად მოკლეს. ის სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ქმარიც დაჭრილია და უგონო მდგომარეობით იმყოფება საავადმყოფოში. იმედია, როცა გონს მოვა, მოჰყვება, რა მოხდა სინამდვილეში.
როგორც პოლიცია ამბობს, სახლში შევიდა 4 ადამიანი და მოხდა კონფლიქტი. მიზეზს არ ამბობენ. რატომ გაიმეტეს ასე, ჯერჯერობით არ ვიცით. თეო მეუღლესთან ერთად მუშაობდა ფაბრიკაში“, - ამბობს „რუსთავი 2“-თან მოკლულის მეგობარი.


წყარო: "რუსთავი 2"