loader

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, „ქართულ ოცნებას“ – 23%, „ნაცმოძრაობას“ კი 7% ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, „ქართულ ოცნებას“ – 23%, „ნაცმოძრაობას“ კი 7% ასახელებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" - პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია - 40%, „ქართული ოცნება“ – 23%, უარი პასუხზე - 14%, არ ვიცი -8%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7%, სხვა პარტიები - 7%.

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.