loader

ემოციური კადრები - დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები - დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს

სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მდებარე სოფლის ძველ სასაფლაოზე, დათა ვანიშვილი დაკრძალეს.­

დათა ვანიშვილის გამოსვენებისას საოკუპაციო ზოლთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

დაკრძალვის ცერემონიალს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები ესწრებოდნენ.

ოჯახის ახლობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გარდაცვლილის მეუღლეს სამძიმარს მავთულხლართებთან უცხადებდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა. 88 წლის დავით ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.