loader

აქტივისტებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა, თუმცა უშედეგოდ - რა მოხდა უკრაინაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქტივისტებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა, თუმცა უშედეგოდ - რა მოხდა უკრაინაში

უკრაინაში წუხელ მასშტაბური აქცია გაიმართა. სტერნენკოს აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეღწევა სცადეს. დააზიანეს შენობის ნაწილი, ჩაამსხვრიეს ფანჯრები. მათ დასაშლელად პოლიცია მობილიზდა, თუმცა ისინი აქეთ შეავიწროეს. მოგვიანებით შენობაში შენიშნეს სამხედროები, რომლებიც სრულ ამუნიციაში იყვნენ. აქცია გვიან ღამით მასშტაბური ფოიერვერკით დასრულდა.

ცნობისთვის, 23 თებერვალს სერგეი სტერნენკოს ოდესის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ბრალი ედება ერთ-ერთი რაიონის ადგილობრივი დეპუტატის გატაცებაში. აქტივისტების აზრით, კი სტერნენკოს პატიმრობა უსამართლო სისტემის გადაწყვეტილებაა.