"ცოლი მომიკალით" - გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის მეუღლე საავადმყოფოს თანამშრომელს ფიზიკურად დაუპირისპირდა
ახალციხეში, კლინიკა „იმედის” ტერიტორიაზე ხმაური იყო. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ახალციხეში, კლინიკა „იმედის” თანამშრომელს დაუპირისპირდა.
„ცოლი მომიკალით“, - ამ სიტყვებით მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლემ კლინიკის თანამშრომელს.
დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცავებმა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ტერიტორია დაატოვებინეს.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში, გადმოიყვანეს და თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ვიდეო: "ტვ პირველი"